თავში

დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, მიხაელ ლინჰარტს შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები აღნიშნეს, რისი გამოხატულებაც საქართველოს პრეზიდენტის ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტი იყო. 

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, ბიზნეს დელეგაციების გაცვლისა და ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობის მხრივ. 

დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ავსტრიის განვითარების ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის. ასევე, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system