თავში

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს.  ელმარ მამედიაროვს შეხვდა. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს ინიცირებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვედრები იმართება როგორც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების, ასევე უმაღლეს – პრეზიდენტების დონეზე. მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისთვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system