თავში

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

2021 წლის 6 ივლისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ანარ კარიმოვთან. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, განხილულ იქნა კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები და ინიციატივები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კულტურის სფეროშიც. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system