თავში

დავით ზალკალიანი დღეს ჟოზეფ ბორელს შეხვდება

დავით ზალკალიანი დღეს ჟოზეფ ბორელს შეხვდება
დავით ზალკალიანი დღეს ჟოზეფ ბორელს შეხვდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს აურელიოჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება. 

შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, ის მაქსიმალურად გამოიყენებს ბრიუსელში ვიზიტს, იმისთვის რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი აქტუალური გახადოს.

„ბორელთან შეხვედრაზეც ამაზე ვისაუბრებ. მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ვიზიტს, რომ ზაზა გახელაძის თემა აქტუალური გახდეს. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა დაუყოვნებლად დასრულდეს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system