თავში

დავით ზალკალიანი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზიაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან. 

მინისტრმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილი პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში. დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპანეთის „სოლიდარობის გეგმისთვის“, რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველო-ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე და იმ მაღალ მხარდაჭერაზე, რაც საქართველოს აქვს ესპანეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system