თავში

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. მინისტრი ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.  უწყების ცნობით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ისაუბრებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადების გაკეთება და ასევე ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისალმება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟიზეფ ბორელისთან. ასევე კოლეგა მინისტრებთან და ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართვთველოს, მოლდოვას და უკრაინის - ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ასევე სუამი-იაპონიის მინისტერიალი.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინგიზ აიდარბეკოვი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ხელს მოაწერენ 2020-2021 წლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system