თავში

დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგს შეხვდა.  მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან საქართველოს თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ურთულესი გარემოს განხილვას, აღინიშნა შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა საბჭოს რეაგირების და ჩართულობის მნიშვნელობა. 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. დადებითად შეფასდა საქართველოს ძალისხმევა და აქტიური ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა საბჭოსთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system