თავში

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა აბდულა შაჰიდს მიულოცა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.

"შეხვედრაზე განხილული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის დღის წესრიგი. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პრიორიტეტები გენერალური ასამბლეის 76-ე სესიასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system