თავში

დავით ზალკალიანი გერმანიის ფედრაციულ რესპუბლიკას ეწვევა

დავით ზალკალიანი გერმანიის ფედრაციულ რესპუბლიკას ეწვევა
დავით ზალკალიანი გერმანიის ფედრაციულ რესპუბლიკას ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გერმანელ კოლეგას ჰაიკო მაასს შეხვდება. ასევე იგეგმება შეხვედრები გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ვოლფგანგ შოიბლესთან და ბუნდესტაგის სხვა წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კიორბერის ფონდის რიგით მეცხრე - ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი არის ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვისთვის. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და ჟურნალისტები, როგორც გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და შეერთებული შტატებიდან.

"ღონისძიების მთავარი თემა იქნება გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ საპანელო დისკუსიაზე, რომელშიც ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დავით ზალკალიანი, იმსჯელებენ საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე," - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system