თავში

დავით ზალკალიანი კელი დეგნანს ელჩად დანიშვნას ულოცავს

დავით ზალკალიანი კელი დეგნანს ელჩად დანიშვნას ულოცავს
დავით ზალკალიანი კელი დეგნანს ელჩად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ელჩად დანიშვნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ელჩის დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის.

"მივესალმებით და ვულოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს დანიშვნას. მოუთმენლად ველით დღეს, როდესაც მისგან მივიღებთ რწმუნებათა სიგელებს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, ელჩის დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა დღეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც განსაზღვრულია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფორმატით – თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით, თანამშრომლობისა და დემოკრატიული ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ასევე ხალხთაშორის ურთიერთობების მხრივ. ეს არის ის მთავარი, პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია აშშ-ს ელჩის განცხადებები საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით. 

„ის განცხადებები, რომელიც გააკეთა აშშ-ს ახლად დანიშნულმა ელჩმა ფიცის დადების ცერემონიაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მისთვისაც ეს ძირითადი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული საქმიანობაში. მნიშვნელოვანია და მივესალმებით აშშ-ს ელჩის განცხადებებს საქართველოს პროგრესზე, რომელიც განხორციელდა ქვეყნის დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, ასევე ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე თანამშრომლობის მხრივ, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა აშშ-ის ახალ ელჩთანაც იქნება ძალიან ნაყოფიერი და კიდევ უფრო გააძლიერებს და თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა დღეს ფიცი დადო.

კელი დეგნანის ფიცის დროს წარმოთქმული სიტყვა საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system