თავში

დავით ზალკალიანი კელი დეგნანს შეხვდა

დავით ზალკალიანი კელი დეგნანს შეხვდა
დავით ზალკალიანი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. როგორც report.ge-ს საგარეო უწყებაში განუმარტეს,შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორცილებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა. 

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მესამე მხარის მიერ NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების რევიზიასთან დაკავშირებული განცხადებები და ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე აღინიშნა, რომ დღეისთვის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა.

"საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას და ქართული მხარე გააგრძელებს ყველა არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენებას ამ პროცესის დაჩქარების მიზნით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის და ამ პროცესში გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური დახმარებისთვის.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული აგრესიული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციების მუდმივი კოორდინაცია და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა" - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system