თავში

დავით ზალკალიანი კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა

დავით ზალკალიანი კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა
დავით ზალკალიანი კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ს კონგრესის მნიშვნელოვან ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და აღინიშნა ამ მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა.

კონგრესმენმა ლარსენმა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეაში აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენელია, გამოთქვა მზაობა, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამერიკელი კანონმდებლის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქართველი სამხედროების ჩართულობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. მაღალი შეფასება მიეცა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

კონგრესმენი დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკის მზარდი პოტენციალით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მსოფლიოსა და რეგიონის ბაზრებთან და აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system