თავში

დავით ზალკალიანი NATO-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება

დავით ზალკალიანი NATO-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება
დავით ზალკალიანი NATO-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი NATO-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში, 3-4 დეკემბერს, ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება, სადაც ის ლიდერთა შეხვედრის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებაში- NATO Engages: Innovating the Alliance მიიღებს მონაწილეობას.

როგორც report.ge-ს საგარეო უწყებიდან აცნობეს, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მიძღვნილ პანელზე - From the Baltic to the Black Sea: Security on NATO’s Frontlines მინისტრი სიტყვით გამოვა, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოწვევით, დაესწრება NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვახშამს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრას გამართავს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქრისტოფერ პინჩერთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system