თავში

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

2021 წლის 18-19 თებერვალს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპასუხო ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ საგარეო საქმეთა მინისტერიალის მე-9 შეხვედრაში. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ასევე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მექანიზმს, რომელიც 2012 წლიდან რეგულარულად იმართება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე სხვადასხვა დარგორბივი უწყებებისა და საპარლამენტო განზომილების დონეზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system