თავში

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა
დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეს არის პირველი პირისპირ შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2008 წლის ომის შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ორგანიზებული იყო შვეიცარიის მეშვეობით, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.

“დიალოგისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე ქართული მხარე აცხადებდა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის კომუნიკაციის შეთავაზება შუამავალი მხარისგან – შვეიცარიისგან მიიღო.

ნიუ იორკში, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა შვეიცარიის, როგორც ორ ქვეყანას შორის მედიატორის, ინიცირებითა და ხელშეწყობით 26 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. შვეიცარიას დიალოგის ხელშეწყობის გრძელვადიანი ტრადიცია აქვს. 2009 წლიდან შვეიცარია წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system