თავში

დავით ზალკალიანი: თითოეული ჩვენგანის გონებაში არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

დავით ზალკალიანი: თითოეული ჩვენგანის გონებაში არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
დავით ზალკალიანი: თითოეული ჩვენგანის გონებაში არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, დე ფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმი მაქსიმალურად ამოქმედებულია. 

„ამ წუთებშიც, როდესაც ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, თითოეული ჩვენგანის გონებაში არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მის გასათავისუფლებად მთელმა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების თვალსაზრისით. ყველა მექანიზმი არის მაქსიმალურად ამოქმედებული. ამ წუთებშიც მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვიმყოფებით ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული ზემოქმედება, რათა ეს უკანონო ტყვეობა რაც შეიძლება სწრფად დასრულდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა კონფერენციაზე გამოსვლისას.

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2019 – საქართველო – ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system