თავში

დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს, ფუათ ოქთაისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მევლუთ ჩავუშოღლუ. ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ზალკალიანს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა; წარმატებები უსურვა, როგორც მას, ასევე საქართველოს მთავრობას და პრემიერ მინისტრი თურქეთში ვიზიტით მიიწვია. 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა მიმართულება და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთს გლობალური პანდემიის დროს საქართველოს დახმარებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

შეხვედრის დროს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system