თავში

დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა
დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

ზალკალიანი აშშ-ის დედაქალაქში 4 თებერვალს ჩავა და 7 თებერვლამდე დარჩება. ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system