თავში

დავით ზალკალიანი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

დავით ზალკალიანი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
დავით ზალკალიანი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ისტორიული ურთიერთობები ბოლო ათწლეულებში კიდევ უფრო განვითარდა. 

„მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის სტუმრობა. სასიხარულოა, რომ სწორედ 2019 წელს გვაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ, ვინაიდან ეს საიუბილეო წელია საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობების კუთხით და არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

თავის მხრივ, კარდინალმა პაროლინმა მადლიერება გამოხატა საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფალთა მიმართ გულთბილი მასპინძლობისთვის

„რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ იგრძნო ქართველი ხალხის კეთილგანწყობა, მოიხიბლო მისი ღირებულებებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. მსურს გადმოგცეთ პაპი ფრანცისკეს სალამი, რომელმაც საქართველოში ვიზიტისას განაცხადა - „თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში“.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, წმინდა საყდარი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებიდან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური მისია გახსნა თბილისში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system