თავში

დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ყველა ტრიბუნა გამოყენებულია

დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ყველა ტრიბუნა გამოყენებულია
დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ყველა ტრიბუნა გამოყენებულია

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ყველა ტრიბუნა და მექანიზმი გამოყენებულია-ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში გააკეთა, სადაც ის ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში იმყოფება. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა ექიმის გათავისუფლების პროცესში შედეგს გამოიღებს.  

„რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გამოყენებული იყო ყველა ტრიბუნა, ყველა მექანიზმი, ჩემი კონტაქტები ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან. ყველა ვიზიტი, სადაც ვიყავი, გერმანიაში, საფრანგეთში „ამილახვარის დიალოგიც“ იყო გამოყენებული ამისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორი არის მობილიზებული და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სოფელ ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system