თავში

დავით ზალკალიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება

დავით ზალკალიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება
დავით ზალკალიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო უწყება ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადებები.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან.

დავით ზალკალიანი ანკარაში ყვავილებით შეამკობს მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system