თავში

დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას ანიტას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას ანიტას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას ანიტას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

შეხვედრის დასაწყისში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ინდურ მხარეს ანიტა ფაცაციას მიმართ გამოხატული თანადგომის და ინდოელი მედიკოსებისა და მეცენატების მხრიდან ანიტას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის. თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან მწუხარება გამოხატა პატარა ანიტას გარდაცვალების გამო.

მინისტრებმა ისაუბრეს ინდოეთსა და საქართველოს შორის დინამიურად მზარდი თანამშრომლობის შესახებ და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მჭიდრო და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ინდოეთთან, როგორც ეკონომიკის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. ამ მხრივ, დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და მსოფლოს წამყვან ბაზრებთან საქართველოს ეფექტიანი პოზიციონირებისთვის. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველოს მაღალ შეფასებებს და ასევე, იმ დადებით შეფასებებსა და პროგნოზებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის შესახებ აკეთებენ მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system