თავში

დავით ზალკალიანმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე მიულოცა

დავით ზალკალიანმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე მიულოცა
დავით ზალკალიანმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე მიულოცა

ვიცე - პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე მიულოცა. 

მიმართვაში, რომელიც მინისტრმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა, დავით ზალკალიანი ხაზს უსვამს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების თავდადებას და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მათი კონტრიბუციის მნიშვნელობას. 

მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების იუბილეზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის, ავიაციის მარშლის სერ სტიუარტ პიჩის საქართველოში ვიზიტი, სწორედ იმის დადასტურებაა თუ რამდენად აფასებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ქვეყნის სხვა პარტნიორები საქართველოს სამხედროების წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system