თავში

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. 

დურსუნ ჰასანოვმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.

მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საქმიანობის მნიშვნელობა მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული ნაყოფიერი სამსახურისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system