თავში

დავუფიქსირე შუამავლობის მზადყოფნა ორივე ქვეყნის ლიდერს - ირაკლი ღარიბაშვილი

დავუფიქსირე შუამავლობის მზადყოფნა ორივე ქვეყნის ლიდე
დავუფიქსირე შუამავლობის მზადყოფნა ორივე ქვეყნის ლიდერს - ირაკლი ღარიბაშვილი

"მე მინდა მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს.

ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ. მე პირადად ვიყავი ჩართული 24 საათიან რეჟიმში ორივე ქვეყნის ლიდერთან მქონდა სატელეფონო საუბარი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ვიყავი მჭიდრო კოორდინაციაში. ეს დასრულდა კონკრეტული შედეგით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქაღთველო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ისევ შეასრულოს შუამავლის და მედიატორის როლი ამ საკითხებში. 

"ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ ერთი თვის წინ, როდესაც მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერთან, პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. ჩვენ უკვე გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით. საქართველომ ხელშემწყობის თუ ფასილიტაციის როლი იკისრა ჩვენს სატრატეგიულ პარტნიორთან ერთად. შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იქნა გადაცემული ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ პროცესი დასრულდება საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევით რეგიონში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system