
თბილისის მერობა 16 კანდიდატს სურს. მათ შორის დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე და ოპოზიციური პარტიების წარდგენილი კანდიდატები არიან.
დედაქალაქის მერის პოსტს ის პირი დაიკავებს, რომელიც კანდიდატთა შორის ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს დააგროვებს. ასეთის არარსებობის შემთხვევაში თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან:
1. კახა კალაძე - საარჩევნო სუბიექტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
2. ნიკანორ მელია - საარჩევნო სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
3. გიორგი გახარია - საარჩევნო სუბიექტი გახარია - საქართველოსთვის“;
4. ანა დოლიძე - საარჩევნო სუბიექტი „ანა დოლიძე - ხალხისთვის”;
5. გიორგი გაჩეჩილაძე - საარჩევნო სუბიექტი „გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“;
6. არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - საარჩევნო სუბიექტი „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
7. თეიმურაზ ბობოხიძე - საარჩევნო სუბიექტი „მამული“;
8. ევგენი ღვინიაშვილი - საარჩევნო სუბიექტი მშრომელთა სოციალისტური პარტია
9. გიორგი ლომია - საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
10. გიორგი ლაღიძე - საარჩევნო სუბიექტი „გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო“;
11. ანა ბიბილაშვილი - საარჩევნო სუბიექტი „ლელო“;
12. მიხეილ ქუმსიშვილი - საარჩევნო სუბიექტი „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;
13. თამარ კეკენაძე - საარჩევნო სუბიექტი „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი";
14. გიორგი ქუთათელაძე - საარჩევნო სუბიექტი საქართველო;
15. ზაზა ხატიაშვილი - საარჩევნო სუბიექტი „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)";
16. ქეთევან ნაკაშიძე - საარჩევნო სუბიექტი „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის".