თავში

დედამიწა გიგი უგულავას გარშემო არ ბრუნავს - ოხანაშვილი

დედამიწა გიგი უგულავას გარშემო არ ბრუნავს - ოხანაშვილი
დედამიწა გიგი უგულავას გარშემო არ ბრუნავს - ოხანაშვილი

იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა და უგულავა არ აინტერესებს არც ევროკავშირს და არც მიშელს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გიგი უგულავას სასამართლო პროცესის ჩანიშვნას გამოეხმაურა.

ოხანაშვილის თქმით, ეს არასერიოზულია და მისი შეფასების საგანს არ წარმოადენს. 

"შეცდომაში შეყავთ ეს ადამიანი და იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა და უგულავა არ აინტერესებს არც ევროკავშირს და არც მიშელს. არასერიოზულია, ნუ ჰგონიათ, რომ მის გარშემო ვინმემ უნდა ატეხოს პანიკა და აჟიოტაჟი. თუ ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცედურა, ის როგორც მხარე, გაერკვეს თავის სამართლებრივ პროცედურებში და დააყენოს შუამდგომლობა, თუ რაც იქნება, შესაბამის პროცესზე. ეს არ არის ჩემი განხილვის და შეფასების საგანი, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, 13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system