თავში

"დედის გინება გამოსტყუა" - მდინარაძე კობახიძისა და მელიას დაპირისპირებაზე

"დედის გინება გამოსტყუა" - მდინარაძე კობახიძისა და მელიას დაპირისპირებაზე
დედის გინება გამოსტყუა - მდინარაძე კობახიძისა და მელიას დაპირისპირებაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპირისპირებას პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, ნიკა მელიამ პროვოკაცია მოაწყო.

"წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და გამოსტყუა დედის გინება ნიკა მელიამ. წარმოიდგინეთ სადამდე მიიყვანა ეს გაწონასწორებული ადამიანი, ირაკლიმაც თქვა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები და მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ, რომ ამ პროვოკაციას არ წამოვეგოთ", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. 

"ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system