თავში

დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება - ლომჯარია

დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება - ლომჯარია
დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება - ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას ვითარების დეესკალაციისთვის ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენის თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება. 

"მე არაერთი განცხადება გავაკეთე და მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არ არის დასჯის ფორმა, არ უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეთი ღონისძიება. ის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაბუთებით ვიცით, რომ ბრალდებული მიიმალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს. ასეთი მტკიცებულებები კი სახალხო დამცველმა ვერ დაინახა, არ იყო წარმოდგენილი პროცესზე.

მოვლენების ამ განვითარებას მივყავართ ჩიხისკენ, დარწმუნებული ვარ, რომ არც მმართველი ძალის მომხრეებს და არც ოპოზიციის მომხრეებს არ სურთ ქვეყანაში იყოს ასეთი პოლარიზაცია.

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება გათავისუფლება. იმედია სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას,"- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system