თავში

დეგნანი: ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები

დეგნანი: ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები
დეგნანი: ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები

მსურს მოვუწოდო ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

"ძალიან გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელს საქართველოში ხდება. მადლობელი ვარ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების გარეშე არ დარჩეს.

მსურს მოვუწოდო ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა. ისევე როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს. ვინც გინდა იყოს ამ ძალადობის უკან, ყველამ, ყველა პარტიის ლიდერმა უნდა გაუგზავნოს ნათელი მესიჯი თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელი და შეუწყნარებელია," - განაცხადა კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system