თავში

დეგნანი: იმედი მაქვს მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო

დეგნანი: იმედი მაქვს მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო
დეგნანი: იმედი მაქვს მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო

ვიმედოვნებ, მოსამართლემ, რომელმაც რურუასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ეს დამოუკიდებლად გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, რურუას საქმეზე იყო გარკვეული შეკითხვები კონტექსტთან დაკავშირებით.

„იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ჩვენ წამოვწიეთ გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლის დევნის დაწყების დროს და კონტექსტთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა თავისი სასამართლოს სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერ საკითხი გადაწყდება სამართლიანად“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,მთავარი არხის" მეწილე დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system