თავში

დეგნანი: პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე

დეგნანი: პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე
დეგნანი: პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე

პრეზიდენტი გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა რურუას. 

"პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ამ შეთანხმების თანახმად მხარეებმა დადეს პირობა, რომ არ იქნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ამ პირობას არ აქვს რაიმე კონკრეტულო ვადა" , - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,მთავარი არხის" მეწილე დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system