თავში

დეგნანი: ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას - VIDEO

დეგნანი: ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას - VIDEO
დეგნანი: ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას - VIDEO

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

ელჩის მილოცვა სოციალურ ქსელშია განთავსებული.

,,გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე!

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. ქართველებსაც და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის.

ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს. იმიტომ რომ, ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება – თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას.

როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნავს კელი დეგნანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system