თავში

დეკანოიძე: მაიორ გიორგი დვალიშვილზე და მის შვილებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი

დეკანოიძე: მაიორ გიორგი დვალიშვილზე და მის შვილებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი
დეკანოიძე: მაიორ გიორგი დვალიშვილზე და მის შვილებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი

მაიორ გიორგი დვალიშვილზე, რომელმაც ლევან იზორიას ძმის დაკავების კადრები გაასაჯაროვა, და მის ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის " წევრმა ხატია დეკანოიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა თავად გიორგი დვალიშვილი, რომელმაც აღნიშნა რომ მის მცირეწლოვან შვილებზე მიმდინარეობს ფარული თვალთვალი.

"გიორგიმ ამხილა სისტემა, ამხილა მაშინ, როდესაც პრაქტიკულად მარტო დარჩა სახელმწიფო აპარატთან, მინისტრები და საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები ჩართული იყვნენ იმაში, რომ დაფარულიყო დანაშაული, რომელიც გულისხმობდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ლევან იზორიას ძმის, ადგილიდან გათავისუფლების დანაშაულის დაფარვის შესახებ. გიორგი და მისი ოჯახი იმყოფება ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ, მათზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი. გაფრთხილებთ, დაანებეთ გიორგის და მის ოჯახს თავი, მის მცირეწლოვან შვილებს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეთ, თორემ ეს იქნება უმძიმესი ფაზა თქვენი მახინჯი სისტემის მმართველობისა"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მაიორი დვალიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელს მიმართავს, რომ შეწყდეს მის ოჯახზე უკანონო თვალთვალი.

"მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, დაანებეთ თავი თვალთვალს ჩვენს ოჯახზე! თვალთვალი ჩემზე არ არის პრობლემა. მე დასამალი არაფერი მაქვს. მზად ვარ ახლაც შევიდე და ყველა კითხვას ვუპასუხო. მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს. მყავს სამი არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც სისტემატიურად იმყოფენიან ზეწოლის ქვეშ, მიმდინარეობს თვალთვალი მათზე. ვეღარ ვიცავ ვერც ჩემს ბავშვებს, ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. მოგმართავთ შეწყდეს ეს უკანონო თვალთვალი",- განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერებში, რომელიც ერთ-ერთმა არხმა გაავრცელა, ლევან იზორიას ძმის, ვახო იზორიას და პატრულ-ინსპექტორს შორის ინციდენტია გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ვახო იზორია აგრესიული ტონით ელაპარაკება სამართალდამცველს. ის ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ლევან იზორიას ჩარევით გაათავისუფლეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას დედა გულიკო კვირკველია ერთ-ერთ არხზე მისი მეორე შვილის, შესახებ გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა მისი შვილების და ოჯახის მიმართ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system