თავში

დეკანოიძე: მე დღეს ვასრულებ კინკლაობაზე საუბარს ოპოზიციაში

დეკანოიძე: მე დღეს ვასრულებ კინკლაობაზე საუბარს ოპოზიციაში
დეკანოიძე: მე დღეს ვასრულებ კინკლაობაზე საუბარს ოპოზიციაში

"დავიწყოთ იმით, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაწერილია ის შეთანხმება, რომელიც შედგა პრაქტიკულად თბილისში უმრავლეს მაჟორიტარულ ოლქებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც დღემდე ვუცხადებთ თანადგომას და მხარდაჭერას. ეს არის ვაკე, მთაწმინდა, დიდუბე-ჩუღურეთი“, - ამის შესახებ ისანში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, შეთანხმების დარღვევაზე პარტიების მხრიდან საუბარი მაშინ დაიწყო, როცა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი დაირღვა.

"რაც შეეხება ისანს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება განპირობებული იყო ნამდვილად მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ბიძინა ივნაიშვილის კანდიდატის დამარცხება ისანში, ვინაიდან, მას შემდეგ, როდესაც სამწუხაროდ, გიორგი ვაშაძემ დატოვა ჩვენი გაერთიანება, გაერთიანებული ოპოზოცია, მაშინ საერთოდ სხვა რეალობა შეიქმნა ისნის სამაჟორიტარო ოლქში.

ამიტომ მე დღეს ვასრულებ კინკლაობაზე საუბარს ოპოზიციაში. ჩემი ერთადერთი მიზანი, რისთვისაც მე გადავდებ თავს, რისთვისაც მე ვიბრძოლებ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებებისთვის, კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვის, იქნება მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება და დამარცხება „ქართული ოცნების“ კანდიდატის.

მე არ განვიხილავ ოპოზიციას, როგორც კონკურენტებს, მე მთავარ კონკურენტად განვიხილავ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, მის წარმომადგენლებს, მის ისთებლიშმენტს, რომელმაც ნამდვილად რვა წლის განმავლობაში საქართველო ჩააგდო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს ერთი. მეორე – მე არ მაინტერესებ სტრატეგიული ტყუილები, არ მაინტერესებს სართოდ სხვა კონფიგურაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ისანში გვჭირდება გამარჯვება, ჩვენ გვჭირდებბა გამარჯვება მათ შორის პროპორციული სიის ნაწილში, გვჭირდება გმარჯვება მაქსიმალურად, სწორედ ამიტომ დავასახელეთ კანდიდატი, ამიტომ დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიცხადებს თანადგომას.

მას შემდეგ, რაც მან დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია, მას შემდეგ, რაც შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ჩვენი მთავარი ორიენტირი ისევე, როგორც ყველგან, გახდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება. შესაბამისად, შეთანხმებას არათუ „ნაციონალური მოძრაობა“ არღვევს, ყველა ჩვენმა პარტნიორმა პარტიამ მაშინ დაიწყო შეთანხმების დარღვევაზე საუბარი, როდესაც დაირღვა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system