თავში

დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა - გუბაზ სანიკიძე

დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა - გუბაზ სანიკიძე
დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა - გუბაზ სანიკიძე

დღეს რაც მოხდა, ეს არის ტაქტიკური გამარჯვება ქართული ოპოზიციის და ტაქტიკური, სერიოზული მარცხი "ქართული ოცნების", - ამის შესახებ "ძალა ერთობაშიას" წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა.

"ზოგადად რომ შევაფასოთ, დღეს რაც მოხდა, ეს არის ტაქტიკური გამარჯვება ქართული ოპოზიციის და ტაქტიკური, სერიოზული მარცხი „ქართული ოცნების“, რადგან 30 წლის თავზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი. კომპარტია ორი, თუ დაუკრავენ საბჭოთა კავშირის ჰიმნს, არ გაუკვირდება არავის. პარლამენტში რომ შევსულიყავით, მაშინ ბერკეტი არ გვექნებოდა, ახლა გვაქვს ეს ბერკეტი, ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა-დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. ათენი და ძველი რომი რომ ავიღოთ, დემოკრატია დაიბადა ათენის ქუჩებში და რომის ქუჩებში, ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის. დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების“ დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოებთან დაკავშირებით," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system