თავში

დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო - ჯინ შაჰინი

დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო - ჯინ შაჰინი
დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო - ჯინ შაჰინი

აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი USA Today-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს. 

სენატორი სტატიაში საქართველოში მის ვიზიტსაც იხსენებს.

"აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პირველი თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოდან დაიწყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი. მე ვნახე "ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი", რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივი ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები, რასაც ხაზის აღმნიშვნელი ღობის დროდადრო გადაწევითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოლის გადაკვეთისას დაბრკოლებების შექმნით აკეთებენ, რითაც აფერხებენ მოქალაქეების წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია", – წერს ამერიკელი სენატორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system