თავში

დემონსტრანტები "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ - VIDEO

დემონსტრანტები "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ - VIDEO
დემონსტრანტები ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ - VIDEO

საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა. Report.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

დემონსტრანტები სკანდირებენ "შეცვალე". იგივე სიტყვის დაწერას ცდილობდნენ ასფალტზეც, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ, შეტყობინება დაეტოვებინათ მმართველი პარტიის წევრებისათვის. 

როგორც ცნობილია, ოფისში "ქართული ოცნების" ლიდერები დილიდან შეიკრიბნენ და ამ დრომდე იქ იმყოფებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system