თავში

გახარია: დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ

გახარია: დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ
გახარია: დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ

მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. დამხობის ეს მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასა და მის პირველ განცხადებას გამოეხმაურა.

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიშრომოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდებისთვის. დღეს, ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა - სიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. დამხობის ეს მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ,"-განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან პირველი პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში დღევანდელ ხელისუფლებას ,,დაამხობს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system