თავში

"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის ანგარიშს არ მოუსმენს

"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის ანგარიშს არ მოუსმენს
ევროპული საქართველო პრეზიდენტის ანგარიშს არ მოუსმენს

ეს სამარცხვინო ფიგურა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ძალადობით და მოსყიდვით თავს დაასვა ივანიშვილმა ქვეყანას, ყოველდღე პრობლემებს უქმნის საქართველოს თავისი ნაბიჯებით, გამონათქვამებით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ისინი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას არ მოუსმენენ.

"არ ვიცი, ამჯერად სალომე ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა ქვეყნისთვის, ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში. ეს სამარცხვინო ფიგურა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ძალადობით და მოსყიდვით თავს დაასვა ივანიშვილმა ქვეყანას, ყოველდღე პრობლემებს უქმნის საქართველოს თავისი ნაბიჯებით, გამონათქვამებით. ზოგადად, ყველა ამ პრობლემის გადაჭრის ძირი არის ივანიშვილში და ის უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ეს პრეზიდენტი ისევ არჩეული გვეყოლება და იქნება ზიანის მომტანი, მაგრამ გაცილებით ნაკლების, როცა ივანიშვილის ზურგი აღარ ექნება," - განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ წარდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system