თავში

დეპუტატები სუს-ის უფროსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებენ

დეპუტატები სუს-ის უფროსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებენ
დეპუტატები სუს-ის უფროსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ. აღნიშნული დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ვახტანგ გომელაური პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის არჩევა მოუწევს. კერძოდ, კანონით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი მთავრობას წარუდგენს უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

თავის მხრივ, კანდიდატურას პარლამენტს მთავრობა წარუდგენს, პარლამენტი კი კანდიდატურას წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და დაამტკიცებს. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადა 6 წლით განისაზღვრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system