თავში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იქნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იქნება

report.ge- ს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იქნება. ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას" კი მდინარაძის ნაცვლად, რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს.

გარდა ამისა, როგორც report.ge -ს სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტებს ჩაიბარებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავაც.

პოლიტიკურ თანამდებობებზე ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, ბიუროს სხდომის შემდეგ გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო დატოვეს, მათი პროტესტი კი პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩააგდებას მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system