თავში

დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ - თალაკვაძე

დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ - თალაკვაძე
დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ - თალაკვაძე

ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი არის საქართველოს პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, ადგილი თუ ექნებოდა მის კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას. 

თალაკვაძის თქმით, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რათა პარტიებს შორის თანამშრომლობის სამართლიანი წესები იყოს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები განვითარდა ამ ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, გუშინ დასრულდა სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სადაც რეალურად ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ჩვენ ამაზე უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხსნა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტი, მივეცით პროკურატურას თანხმობა, რომ მიემართა სასამართლოსთვის.

ვფიქრობ, სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, მის კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას თუ ექნებოდა ადგილი. შესაბამისად, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომ მომავალში ჩვენ გვქონდეს სტაბილური სისტემა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის ისეთი სამართლიანი წესები, სადაც შეთანხმება არსებობს, რომ მხოლოდ საარჩევნო ყუთის გავლით და არა მისი გვერდის ავლით არის შესაძლებელი ქვეყანაში ცვლილებების მიღწევა. სწორედ ამ სულისკვეთებით იხელმძღვანელა პარლამენტმა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ყველა საჯარო, სახელმწიფო სერვისის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს. რასაკვირველია, ჩვენ ქვეყანაში არანაირ წყვეტას, დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი არის საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system