თავში

დესტრუქციულ ოპოზიციას მხარდაჭერა არ ექნება - ქუთაისის მერი

დესტრუქციულ ოპოზიციას მხარდაჭერა არ ექნება - ქუთაისის მერი
დესტრუქციულ ოპოზიციას მხარდაჭერა არ ექნება - ქუთაისის მერი

ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, ეს მათი ხელწერაა, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა განაცხადა. 

იოსებ ხახალეიშვილი მერიის შენობასთან დღეს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს მოქალაქეების სიმშვიდეს.

„ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და ასე აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით, არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ქუთაისის მერიის შენობაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აღნიშნულს აქციიის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ აქციაზე 6 პირი დააკავა.

აქციის მონაწილეები ქუთაისის მერს რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system