თავში

,,დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, იქნება სიის ერთ-ერთი ლიდერი" - სააკაშვილი

,,დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, იქნება სიის ერთ-ერთი ლიდერი" - სააკაშვილი
,,დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, იქნება სიის ერთ-ერთი ლიდერი - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ,,ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის პარტიის კანდიდატებზე საუბრობს. სააკაშვილის თქმით, გენერალი დევი ჭანკოტაძე, სიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

,,დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე.

ის, რომ დევი ჩვენთანა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და, იმედია, საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება." - განაცხადა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, 23 სექტემბერს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system