თავში

დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება

დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება
დღეიდან ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასა და სტრატეგიაზე განცხადებას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გააკეთებს.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, აქტიურად ჩაერთვებიან საპარლამენტო ცხოვრებაში. 

„დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა მათ შორის გეგმა და სტრატეგია პირველ განცხადებას მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system