თავში

"დღეიდან, ვაცხადებთ მასობრივ შიმშილობას" - ნიკა მელია

"დღეიდან, ვაცხადებთ მასობრივ შიმშილობას" - ნიკა მელია
დღეიდან, ვაცხადებთ მასობრივ შიმშილობას - ნიკა მელია

"დღეიდან, ჩვენ ვაცხადებთ, მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას",  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

"რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, შიმშილობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე, პარტიის ოფისის მიმდებარედ დაიწყებენ. 

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system