თავში

დღეს დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ

დღეს დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ
დღეს დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაბინაშვილთან ძირითადად კითხვები ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ექნებათ, რადგან სწორედ მან მიიღო სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის ტარებასთან დაკავშირებით.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ისინი ჯერ ყველა კანდიდატს გაესაუბრებიან, საბოლოო პოზიციას კი სწორედ ამის შემდეგ დააფიქსირებენ. 

გაბინაშვილის მოსმენა კომიტეტის სხდომაზე 10:00 საათზე დაიწყება.

გუშინ დეპუტატებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას მოუსმინეს. 

მისი მოსმენა ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვინ არის მერაბ გაბინაშვილი - პოლტფოლიო ნახეთ ვრცლად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system