თავში

დღეს გახდება ცნობილი, გაიმართება თუ არა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში

დღეს გახდება ცნობილი, გაიმართება თუ არა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში
დღეს გახდება ცნობილი, გაიმართება თუ არა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში

გაიმართება თუ არა თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა. 

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. თბილისის გარდა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილად თბილისის გარდა სტრასბურგიც განიხილება.

„26 თებერვალს მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს და ბუნებრივია, გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა ქართველ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system