თავში

დღეს "ქართული ოცნება“ ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს

დღეს "ქართული ოცნება“ ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს
დღეს ქართული ოცნება“ ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

11 აგვისტოს, 14:00 საათზე მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

დღესვე, 16:30 საათზე ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყვარლის მოსახლეობას შეხვდებიან.

პარტიამ გუშინ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system